К основному контенту

Сообщения

მე - 9 დღე

ეს 9 დღიანი ტრენინგი ძალიან საინტერესო და შრომატევადი იყო. ვისწავლეთ  პროექტებით სწავლება, რაც ძალიან  ეფექტურია სწავლის დროს და საინტერესო მოსწავლეთათვის. ასევე ვისწავლეთ როგორ უნდა უნდა ავტვირთოდ ჩვენი ნაშრომები ბლოგზე და გამოვაქვეყნოთ. ტრენინგის ფარგლებში შექმნილი პროექტის პორტფოლიო ავტვირთე გუგლ დრაივში და გავაზიარე ბლოგზე.
Недавние сообщения

მე - 8 დღე

დღეს ვისწავლეთ ობიექტის ჩასმა. ვიმუშავეთ ჰიპერ ბმულებზე. მქონდა რამოდენიმე კითხვა შესწავლილი მასალიდან, ქალბატონ ლილის დიდი მადლობა, რომ არ დაიზარა და უკეთ გამარკვია. შევქმენი პროექტის პრეზენტაცია და გამოვაქვეყნე ბლოგზე.

მე - 7 დღე

ძალიან ნაყოფიერი გამოდგა  დღევანდელი დღე. ვისწავლეთ შეფასების გეგმის ჩეკლისტი, სასწავლო პროექტის გეგმის ჩეკლისტი... მადლობა ქალბატონ ლილის გაწეული შრომისათვის!

მე - 6 დღე

დღევანდელი დღე ცოტა შრომატევადი იყო. ვისწავლეთ სურათებისა და ვიდეოების შენახვა. ასევე ვისწავლეთ " გამოყენებული ლიტერატურის შაბლონის" შექმნა და გომოყენება. შევქმენი მოსწავლის ნიმუში და ავტვირთე ბლოგზე.  მადლობთ ქალბატონო ლილი!
მე - 5 დღე მომეწონა დღევანდელი  ტრენინგი. ჩემთვის ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო იყო. სჰევიტანე შესწორებები სლაიდებში. გავაკეთეთ საავტორო უფლებების  ტესტი,რომელშიც 90 ქულა ავიღე. ხალისიანად ჩაიარა ტრენინგმა დიდი მადლობა ქალბატონ ლილის!

მე-2 დღე

დიდი მადლობა ქალბატონ ლილის! დრევანდელი ტრენინგი ძალიან საინტერესოდ  და ხალისიანად ჩატარდა. შევქმენი პროექტის ბუკლეტი და ავტვირთე ბლოგზე.